Sunday, January 29, 2023

“ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს” – მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაგერი

მთავარი

(ACCnews) “ვატიკანი მზად არის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს,” – შესაბამისი განცხადება წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მეტი:   "ძნელია წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს" - საქართველოს პრეზიდენტი

როგორც ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, თუკი წმინდა საყდარი უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს მიიღებს, რა თქმა უნდა, ვატიკანი მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

მეტი:   ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "დამოუკიდებლობა" აღიარა

“ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას“, – განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა.

მეტი:   "გთხოვთ, ნუ შევეჩვევით ომს და ძალადობას" - რომის პაპი
- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img