(ACCnews) ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.
შესაბამის განცხადებას შარლ მიშელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აქვეყნებს და წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის სრული მხარდაჭერის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილა.
“ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის რეფორმები საჭიროა როგორც არასდროს“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა და შარლ მიშელმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ბრიუსელში 1,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.