Wednesday, March 29, 2023

“დღეს სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ომის დასასრულს ჯერ ვერ ვხედავთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

მთავარი

(ACCnews) “დღეს სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ომის დასასრულს ჯერ ვერ ვხედავთ,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინა ცდილობს რაც შეიძლება მალე მოიგოს ომი, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყოს დანგრეული ქონების აღდგენა, კერძოდ, რუსეთისთვის ჩამორთმეული თანხებით.

მეტი:   ამერიკელი კონგრესმენების 5-კაციანი დელეგაცია ტაივანში ჩავიდა

“დღეს სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ომის დასასრულს ჯერ ვერ ვხედავთ. ჩვენ არ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი დასრულების რაიმე სურვილს. ჩვენ ვერ ვხედავთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა ამ ომში გამოიწვია. 24 თებერვლიდან არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვქონოდა მოლაპარაკება იარაღის მიწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე და ა.შ. და არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ გვესაუბრა უსაფრთხო გასასვლელზე და „მწვანე დერეფანზე“ მარიუპოლში ალყაში მოქცეული ხალხისთვის,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი:   განათლების მინისტრმა აშშ-ის საელჩოდან დიპლომატებს უმასპინძლა
მეტი:   "ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მონაწილეობითაა შესაძლებელი" - ანგელა მერკელი

~შეგახსენებთ, რუსეთის ჯარის უკრაინაში შესვლიდან უკვე 72 დღე გავიდა. ბოლო მონაცემებით ორივე მხარეს არის ათასობით მსხვერპლი. უკრაინას უკვე ჰყავს 5 მილიონზე მეტი ლტოლვილი. უკრაინაში შეღწევის გამო მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img