(ACCnews) პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ვარშავაში გამართულ დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად რამდენიმე საათში $6.5 მილიარდი შეგროვდა.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე განაცხადა, პოლონეთი უკრაინისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდეს.
“მადლობა ყველა შენატანისთვის, საბოლოო რიცხვი შემატყობინეს. ძალიან მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით 6.5. მილიარდი დოლარის შეგროვება… რუსულ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო აუცილებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსული აქტივებისა და ფედერალური რეზერვების კონფისკაცია. არ შეიძლება რაიმე ტაბუ არსებობდეს. სახსრები უნდა იყოს მიმართული უკრაინის აღდგენაზე”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, შვედეთის პრემიერმინისტრის მაგდალენა ანდერსონის თქმით კი, შეგროვებულმა თანხამ მათ მოლოდინებს გადააჭარბა.