Saturday, September 23, 2023

“დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა – მისი შედეგები ყველას შეეხება!” – სერგეი ლავროვი

მთავარი

(ACCnews) “დასავლეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოაცხადა და რთულია, წინასწარ განჭვრიტო რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საკითხის კომენტირებისას დღეს განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ დასავლეთის მხრიდან პირდაპირი კონფრონტაცია თავიდან აიცილოს.

მეტი:   აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ - Politico

“ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოაცხადა და რთულია, წინასწარ განჭვრიტო რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, თუმცა ნათელია, რომ შედეგები გამონაკლისის გარეშე ყველას შეეხება. რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა აირიდოს პირდაპირი კონფრონტაცია. თუმცა ვინაიდან გამოგვიწვიეს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ [ამ გამოწვევას]. ჩვენთვის უცხო არაა სანქციები, სხვადასხვა ფორმით ისინი ყოველთვის გვქონდა. რაც გასაკვირია ესაა აბსოლუტურად ღრმა რუსოფობიული აფეთქება, რაც ყველა ე.წ ცივილიზებულ ქვეყანაში გამოჩნდა. პოლიტკორექტულობა, ზრდილობა, წესები და მათთან ერთად სამართლებრივი ნორმები უბრალოდ ნადგურდება, ყველაფერი რუსულის გაუქმების კულტურა ჩნდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველანაირი მტრული ქმედება დაშვებულია, მათ შორის პირდაპირი ძარცვაც,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მეტი:   აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებით, პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მზადაა
მეტი:   "საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება" - ანდრეი კასიანოვი 

შეგახსენებთ, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების პაკეტი აამოქმედა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img