Friday, March 24, 2023

“დავოსის პანიკიორების” მოსმენის დრო არ გვაქვს!” – პოდოლიაკი ჰენრი კისინჯერის განცხადებაზე

მთავარი

(ACCnews) უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის დავოსის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, “უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.”

“ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით,” – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

მეტი:   კელი დეგნანი: "ივანიშვილთან არ გვისაუბრია სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა"

შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მისივე თქმით, უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ვიდრე არ შექმნილა რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა.

მეტი:   "გინდათ ომი? მშვიდობის გასაღები თქვენს დედაქალაქებშია" - მიხაილ პოდოლიაკი

ამასთან, როგორც  აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ფორუმზე განაცხადა, რუსეთი იყო „ევროპის არსებითი ნაწილი“ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში და ევროპელმა ლიდერებმა „არ უნდა დაკარგონ მხედველობიდან გრძელვადიანი ურთიერთობა“, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ჩინეთთან მუდმივ ალიანსში მოქცევას რისკავენ.

მეტი:   "მოსკოვის ნებისმიერ სიტყვას არც ქაღალდზე აქვს ფასი და არც საუბრის დროს" - მიხაილო პოდოლიაკი

“იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს სტატუს კვოში დაბრუნება. ომის შემდგომი გაგრძელება ამ წერტილის მიღმა შეეხება არა უკრაინის თავისუფლებას, არამედ ახალ ომს თავად რუსეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები ნაჩვენებ გმირობას სიბრძნეს გაუტოლებენ,”  – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img