(ACCnews) აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი “სიენენთან” ინტერვიუში უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსული ძალების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს ეხმიანება.
“ბუჩაში მოკლული უკრაინელების სურათები “მუცელში ჩარტყმაა.” არ შეიძლება, რომ ამ სურათებში არ დაინახოთ მუცელში ჩარტყმა. აგრესიის შემდეგ, ჩვენ ვთქვით – გვჯერა, რომ რუსეთის ჯარმა ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები და ვმუშაობთ ამის დოკუმენტირებაზე, რათა შესაბამის დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდეთ ყველაფერი ის, რაც საჭიროა იმის შესაფასებლად, რა მოხდა უკრაინაში და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი,” – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, გათავისუფლებული კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ უკრაინის 300-ზე მეტი მოკლული მოქალაქე იპოვეს. მისი თქმით, დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქუჩებში.