(ACCnews) “ახლა სწორედ ის დროა, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ უნდა უკრაინაში ჩავიდეს, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ელოდება,” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანთან, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაგერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე გადავეცი მთავარეპისკოპოსს იმედი მილიონობით უკრაინელის იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსმთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, – განაცხადა კულებამ.