(ACCnews) “ვლადიმერ პუტინი მზადაა უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის,” – ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა.
ამასთან, აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადების თანახმად, რუსეთის ფედერაციის ქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. მისივე მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი ომის გაჭიანურებისთვის ემზადება.
ამასთან, ავრილ ჰეინსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიზნები დონბასის აღმოსავლეთ რეგიონს ცდება. ასევე, როგორც მან აღნიშნა, პუტინს დნესტრისპირეთამდე მისასვლელად რუსეთის შიგნით სრული მობილიზაციის გამოცხადება დასჭირდება.
“ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო რადიკალურ საშუალებებს მიმართავს. როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნია, რომ მათ შეუძლიათ განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით. ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტურ გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში,” – განაცხადა აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა.