(ACCnews) “აზოვსტალში” მყოფი 38 დაჭრილი მებრძოლის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ვიცე-პრემიერზე ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ვმუშაობთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჯერ 38 მძიმედ დაჭრილს გავცვლით, შემდეგ წინ წავიწევთ. ახლა 500 ან 600 კაცის გაცვლაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, როგორც ამას ზოგიერთი მედია ავრცელებს,” – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
შეგახსენებთ, “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ქარხნის ტერიტორიიდან ქალების, ბავშვების და მოხუცების გამოყვანა დასრულდა. თუმცა, აზოვსტალის ტერიტორიაზე უკრაინელი ჯარისკაცები კვლავ რჩებიან. მათ შორის არიან დაჭრილებიც, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ.