Sunday, January 29, 2023

“აბსოლუტურ შოკში არიან! – პუტინი გაცოფებულია” – გონჩარენკო რუსული ხომალდის ჩაძირვაზე

მთავარი

(ACCnews) “აბსოლუტურ შოკში არიან. პუტინი გაცოფებულია. რუსეთის 4 საუკეთესო ხომალდიდან ერთ-ერთი ჩაძირეს უკრაინელებმა,” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ფორმულას ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ რუსული ხომალდის ჩაძირვა დანაკარგის გარეშე შეძლო.

“აბსოლუტურ შოკში არიან. პუტინი გაცოფებულია. რუსეთის 4 საუკეთესო ხომალდიდან ერთ-ერთი ჩაძირეს უკრაინელებმა, ისე რომ დანაკარგი არ გვქონია. ეს უკრაინული რაკეტით მოხერხდა. ეს არ იყო დასავლური რაკეტა, ეს იყო ჩვენი რაკეტა – ნეპტუნი, რომელმაც ჩაძირა ხომალდი. ისინი ამბობდნენ, რომ უკრაინული არმია არაფრად ვარგა, რომ უკრაინული ფლოტი არ არსებობს, რაკეტები არაფრად ვარგა. მათ უკვე 2 გემი დაკარგეს და კიდევ რამდენიმე დაზიანდა. ყველაზე დიდი ხომალდი შავ ზღვაში არის განადგურებული…

მეტი:   "გერმანია მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვის" - გერმანიის საგარეო უწყება
მეტი:   პენტაგონი: "კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარის გადაადგილება პოზიციის ცვლილებაა და არა რეალურად ჯარის გაყვანა"

ცდილობდნენ ინფორმაციის დამალვას, ამბობდნენ, რომ არ ჩაძირულა და მხოლოდ ცეცხლი გაჩნდა, თუმცა საღამოს მოუწიათ დადასტურება. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან კიევმა მოსკოვი ჩაძირა. ეს მოხდა ოდესასთან. რადგან შეტევა იყო სწორედ ოდესაში. ხომალდი მოსკოვი აშენდა მიკოლაევის ქარხანაში – 1979 წელს. ტარას ბულბა გვყავდა, ძალიან ცნობილი გმირი, რომელიც ამბობდა “მე გშვი და მევე მოგკლავ”. ეს გავაკეთეთ ჩვენ.

მეტი:   ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის

ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის სანაპიროსთან რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სიამაყე – პროექტის 22160 უახლესი საპატრულო გემი „ვასილი ბიკოვი“ ჩაძირეს. 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა

(ACCnews) "უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნება სთხოვა" - ამის შესახებ საუბარია საქართველოში უკრაინის...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img