(ACCnews) Українська правда-ს ინფორმაციით, 6 მაისს მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად 3 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
აღნიშნული მედიის ცნობითვე, 1 მებრძოლი საევაკუაციო მანქანისთვის ნასროლ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას ემსხვერპლა, ხოლო 2 უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ჩამოგდებულ ბომბებს.
ცოტა ხნის წინ კი უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეული “აზოვსტალის” ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი უკვე გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.