Monday, June 5, 2023

რუსეთი უკრაინის რეგიონების მიერთებაზე რეფერენდუმს, მიმდინარე წელს ჩაატარებს

მთავარი
რუსეთი უკრაინის რეგიონების, ზაპოროჟიის, ხერსონის და დონბასის მიერთებაზე რეფერენდუმს, მიმდინარე წელს ჩაატარებს. ამის შესახებ სენატორმა ცეკოვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
Сергей Цеков

რეფერენდუმი შესაძლოა მიმდინარე წელს ჩატარდეს, განაცხადა საბჭოს წევრმა.

ცამოთვლილ რეგიონებს, ცეკოვმა რუსული უწოდა.

მე ვფიქრობ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებს, რუსეთთან მიერთების ძალიან დიდი შანსი გააჩნიათ, რადგან თავდაპირველად, ის რუსული ტერიტორი იყო, განაცხადა ფედერაციის საბჭოს წევრმა.

მეტი:   "უდიდესი შეცდომაა, თუ ვლადიმერ პუტინს საეთოდ არ დაველაპარაკებით" - ოლაფ შოლცი

მანამდე, ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, “ედინაია როსიას” გენერალურმა მდივანმა, ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები რუსეთის შემადგენობაში შევლენ, მისი თქმით, ამის გადაწყვეტილებას თავად მაცხოვრებლები მიიღებენ.

ტურცაკს არაფერი უთქვამს დევნილ მოსახლეობაზე, რომელთაც რეფერენდუმში მონაწილეობას რუსეთი არ სთავაზობს.

მეტი:   თეთრი სახლი ზელენსკის მოულოდნელი ვიზიტის დეტალებს ავრცელებს

რეფერენდუმების გამოცხადების ტაქტიკას, რუსეთი ათწლეულებია იყენებს ოკუპირებულ რეგიონებში. მათ შორის საქართველოში, აფხაზეთის და სამაცაბლოს ოკუპირების შემდეგ, რუსეთმა ხელდასმული მთავრობების ორგანიზებით არჩევნები ჩაატარა ხოლო 2008 წელს ეს რეგიონები დამოუკიდებე ქვეყნებად აღიარა. არჩევნებში, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ, მონაწილეობა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, დევნილობის გამო არ მიუღია.

მეტი:   "ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას" - ირაკლი ღარიბაშვილი

ქართველ დევნილთა სამაჩაბლოში და აფხაზეთში, დაბრუნებას, რუსეთი იქ პროქართული უმრავლესობის აღდგენის შიშით ეწინააღმდეგება.

უკრაინა არ აპირებს ტერიტორიების დათმობას სახელმწიფოს აღმოსავლეთით ომის დასასრულებლად და მზად არის მომავალი ბრძოლისთვის დონბასში. ამ ბრძოლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საომარი მოქმედებების შემდგომ წარმართვაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

- Advertisement -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ბოლო სიახლეები

“ეს არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ” – ლაშა ტუღუში “ხალხის ძალის” წარდგენილ კანონპროექტზე

(ACCnews) "ეს კანონი არის დივერსია საქართველოს ინტერესების, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ," - განაცხადა "ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბარში,...
- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- Advertisement -spot_img